ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ, რომელთაც საბავშვო ჟურნალმა „დილა“ უმასპინძლა.
მიმდინარე წელს „დილა“ დაარსებიდან 120 წლისთავს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, ავტორებმა ბავშვებს ჟურნალის ისტორია გააცნეს, საინტერესო მოთხრობები წაუკითხეს. გაიმართა დისკუსიები. შეხვედრის მეორე ნაწილი კი გასართობ აქტივობებს დაეთმო.